„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, „ყაზტრანსგაზის“ მფლობელის და მენეჯერის, კახა კალაძის დაკითხვას“
18-01-2019, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მოითხოვს, „ყაზტრანსგაზის“ მფლობელის და მენეჯერის, კახა კალაძის დაკითხვას“.

 


ხაბეიშვილის თქმით, „ეს ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის განცხადება იყო“ და კალაძე დღეს გაურბის პასუხისმგებლობას.

 

 

„ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის, დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რომ მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი, მათ შორის ყაზტრანსგაზის არაფორმალური მმართველი და ყაზტრანსგაზის ფორმალური მენეჯერი ფაქტობრივად გახლავთ კახა კალაძე. შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მისი, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას. საბოლოო ჯამში კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანია, როცა მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და ფაქტობრივად, თავიდან აირიდა ყოველგვარი პასუხისმგებლობა და თქვა, რომ უსაფრთხოება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან, მასზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკი “, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.  

 


ხაბეიშვილმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია კახა კალაძე დაიკითხოს, როგორც ყაზტრანსგაზის არაფორმალური მმართველი და მენეჯერი.

 


„ასევე მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს როგორც დედაქალაქის მერი, რომელმაც 2 თვის წინ, ფონიჭალაში რომ ტრაგედია მოხდა, ამის შემდეგ არანაირი პრევენიცა არ მიიღო და რატომ არ მიიღო. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა. ასევე მნიშვნელოვანია, კახა კალაძე დაიკითხოს, როგორც ყაზტრანსგაზის არაფორმალური მმართველი და მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყაზტრანსგაზში, ნაცვლად იმისა, რომ სპეციალისტები მუშაობდნენ და გამართულად მუშაობდეს ეს კომპანია, მასში დასაქმებული ჰყავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებსაც პროფესიონალიზმთან ჩავლილიც კი არა ქვთ. შესაბამისად, ოპოზიცია მოვითხოვთ დედაქალაქის მერის და ყაზტრანსგაზის მფლობელის და მენეჯერის, კახა კალაძის დაკითხვას. ასევე მნიშვნელოვანია გამოძიება დაიწყოს შემდეგ საკითხზე. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებამდე ყაზტრანსგაზს ბიუჯეტმა ჩამოაწერა 100 მილიონი ლარის დავალიანება, რის შემდეგაც ყაზტრანსგაზი აღმოჩნდა კახი კალაძის ხელში. შესაბამისად, ეს ადამიანი გაურბის დღეს პასუხისმგებლობას.

 

 

„ასევე მინდა ვთქვა, რომ ის 2009 წელს მიღებულ კანონზე საუბრობს და აპელირებს და აქვე მინდა შევახსენო კალაძეს, რომ თუ რაიმე კანონი მას არ მოსწონს და შეუსაბამოა დღევანდელობასთან, ისინი 7 წელია არიან ხელისუფლებაში და ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება შეეძლოთ“, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1  მი
      
შენი ნაცსექტის ბეჟუაშვილისაა ეს გაზი და მოგვაცილეთ ის არაკაცი და მიყევით ყველა სექტის წევრი უკან
18 იანვარი 2019 14:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი