მიუღებელია ამ თემის, ცოტა უხეშ სიტყვას ვიხმარ, პრივატიზაცია გარკვეული ჯგუფების მიერ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძე ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ წესდება შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც კანდიდატების წარდგენისას იქნება აუცილებელი.
„საქართველოს მთავრობა არასდროს არ ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში“, ხაზი გაუსვა ბახტაძემ. მან აღნიშნა, რომ არასდროს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როდესაც პრემიერ მინისტრი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი რეკავდა სასამართლოში და „ალაგებდა მდგომარეობას, ისე როგორც მას სურდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.