კახა კალაძე: „მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე ადგილს ვაფართოებთ გამოსაქანებლად და ხაბეიშვილს, მიშას და შალიკოს შეუძლიათ აბრძანდნენ და... ნუ, მიშას არ გამოუვა, მიშას ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს...“
18-01-2019, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ხუმრობით უპასუხა და თქვა, რომ მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე ფართოვდება ადგილი „გამოსაქანებლად და ხაბეიშვილს, მიშას და შალიკოს შეუძლიათ აბრძანდნენ და... ნუ, მიშას არ გამოუვა, მიშას ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს...“

 

 

„არ ვიცი ეხლა, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად შეიძლება ვუპასუხო, თუმცა ერთ საინტერესეო დეტალს გეტყვით. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარს შეიცავს. ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი რამდენად სერიოზულად შეიძლება ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით და გვქონდა ბიზნესსექტორთანაც შეხვედრა, გავაცანით, საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ, ადგილს ვაფართოებთ გამოსაქანებლად, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, აბრძადნენ და... ნუ, მიშას არ გამოუვა, მიშას ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, უფრო...“ უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ და დაამატა: „როგორიც არის გამონათქვამები, ისეთია პასუხები, ძალიან მარტივია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი