გიგა ბათიაშვილი: ზოოპარკის თბილისში აშენება არ არის სწორი, შეიძლება მოვძებნოთ სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარი დიდი ტერიტორიები
17-07-2015, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის იდეას არ ეთანხმება. გიგა ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზოოპარკის გადატანის აუცილებელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია ქალაქის ეს მონაკვეთი სარეკრეაციო ზონად გადაიქცეს.


გიგა ბათიაშვილი თბილისის ზღვისა და აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეზე ამახვილებს ყურადღებას და ზოოპარკის აშენების შემთხვევაში, ამ კუთხით მოსალოდნელ ხარვეზებზე მიუთითებს.


“თბილისის ზღვის გრძივი ღერძი ერთი ერთზე ემთხვევა აეროპორტის ასაფრენ ბილიკს. ყველაზე მეტად თეორიული საშიშროება თვითმფრინავების დაჯდომის და აფრენის მომენტია. რას ნიშნავს აეროპორტი და თბილისის ზღვა? ასაფრენი ბილიკიდან პირდაპირი მანძილი ძალიან მოკლეა, თვითმფრინავი ჯერ არ არის ასული თავის სიმაღლეზე, საწყის ფაზაში ყველაზე ძლიერად მაქსიმალური ბრუნვებით მუშაობს ძრავი და ხმაურის კოეფიციენტი აღემატება ყოვლეგვარ დასაშვებ ნორმებს. ცხოველები საოცრად რეაგირებენ, მონადირეებმა ძალიან კარგად იციან როგორ ხდება ცხოველების დაფრთხობა-ხმაურით. თბილისის ზღვის ზეგანი სარეკრეაციო ტერიტორიაა, არის ქარიანი. ეს მომენტები ყველაფერი გასათვალისწინებელია, ამიტომ, ჩემი აზრით, მაინცდამაინც თავის შეწუხება, რომ ზოოპარკი თბილისში ავაშენოთ, არ არის სწორი, შეიძლება მოვძებნოთ ადგილი, სადაც შეიძლება სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარი დიდი ტერიტორიები გამოყენებული იყოს. რაც მეტად დასერილი იქნება, მით უფრო საინტერესო იქნება”, – აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი