შალვა ნათელაშვილი: „კალაძის გაწიწმატება, რაც აგრესიულ სტილში გადავიდა, გამოწვეულია იმით, რომ მე ვამხილე დანაშაულში, რაც გამოიხატება ყაზახტრანსგაზის ხელში ჩაგდებით“
18-01-2019, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახა კალაძის „გაწიწმატება, რაც აგრესიულ სტილში გადავიდა“, გამოწვეულია იმით, რომ მე ვამხილე, როდესაც გავედი დიდ დიღომში შემთხვევის ადგილზე, ვამხილე დანაშაულში, რაც გამოიხატება ყაზახტრანსგაზის ხელში ჩაგდებით, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩართვისას.

 


„ეს [ყანსტრანსგაზი] არის მისი საკუთრება, კალაძის, და არავინ არ დაიწყოს ახლა, რომ მაქაცარიას სახელზეა გაფორმებული, ვიღაცა შენგელიას სახელზეა გაფორმებული. ეს არის კალაძის საკუთრება, რომელმაც წაართვა ყაზახ ინვესტორებს აღნიშნული მილიონიანი, ძალიან მომგებიანი კომპანია, ჩამოაწერა ვალები, რომელიც უნდა გადაეხადა ძველ მფლობელებს ბიუჯეტისათვის, აპატია 100 მილიონამდე, 80-ს ამბობენ, მაგრამ 100 მილიონი იყო და რომ არ გაგვეგო ამ შავბნელი მაქინაციის ასავალ-დასავალი, როგორც ხდება ხოლმე, გააფორმა ოფშორში. ოფშორი კიდევ ნიშნავს რას? უკონტროლო ზონაა, არამოთანამშრომლე ზონა. იქ არ უშვებენ არც აუდიტს, არც ოპოზიციას, არც პოზიციას, არც კონტროლის პალატას და ახლა ეგონა, რომ როგორც „არსენალი“ ჩაიგდო ხელში 80 ჰექტარი სამების ტაძართან და მილიარდიანი ქონება დაითრია და ელოდება ახლა, რომ იქ ჩამოიყვანოს თავისნაირი თაღლითი ინვესტორები და დააწყებინოს იქ კორპუსების მშენებლობა, ეს გავიგეთ რა თქმა უნდა, არსენალის ამბავიც ადრევე, მაგრამ ეგონა, რომ ამას მაინც ვერ გავიგებდით, მაგრამ არ არის დაფარული რაც არ გაცხადდეს და გავიგეთ და მას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა, ამ ქონების დაბრუნება, მაგრამ როგორ დავაბრუნებთ იმ ანგელოზ ადამიანებს, რომლებიც ამის უპასუხისმგებლობით დაგვეხოცა. 1 საათი რომ დააგვიანო გაზზე გადასახადის გადახდას, იმ წუთში გითიშავენ და გტოვებენ ცივ ბინაში გაყინულს და მშიერს“, განაცხადა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ სამყაროში მარადიული არაფერია და დღევანდელი ხელისუფლების „ბოგინიც დასრულდება“.

 


ნათელაშვილმა კალაძის მიერ მის მიმართ მთაწმინდის ანძიდან „გამოქანებაზე“ გაკეთებულ კომენტარსაც უპასუხა და თქვა:

 


„ამ საკითხზე რა შემიძლია გითხრათ. კალაძის მიმართ და მისი ზრდილობის ასპექტში განსაკუთრებით არც ადრე ვიყავი მაღალი აზრის და ახლაც რამე ახალი ჩემთვის არ მომხდარა. რა ინტელექტიც აქვს კაცს და რა გაქანებაც, იმით გადის იოლად, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ დედაქალაქის მერია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეთიკით, კულტურით და მეცნიერებით ცნობილი ქალაქის მერია და ის იყენებს აი ამ ფრაზეოლოგიას ოპონენტებთან ურთიერთობაში, რის გამოც მე ვუხდი თბილისელებს ბოდიშს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი