ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ მხარეები დიდ ძალისხმევას გასწევენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოების მიმართულებით, რისთვისაც როგორც საქართველოში, ასევე საუდის არაბეთში სავაჭრო და ბიზნეს მისიები ჩატარდება.
შეხვედრაზე საქართველოს მხარემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკის ცალკეული სექტორების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია საინვესტიციო მიმართულებით. სტუმრებმა აღნიშნული ინფორმაციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების დარგში თანამშრომლობაზე.
დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2018 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში 51,879 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2013 წლიდან მოყოლებული ზრდის დინამიკით ხასიათდება.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის ამოქმედების საკითხი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.