მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მომავალ ვიზიტებზე ისაუბრა.
„პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ლიეტუვას, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია. ლიეტუვა გახლავთ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების. შეხვედრები იქნება ლიეტუვის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ეს არის კარგი შესაძლებლობა, იმისთვის,რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ერთად ევროკავშირში და ნატო-ში არსებული მდგომარეობა განვიხილოთ.ასევე, ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე. წელს, ჩვენ ვგეგმავთ ლიეტუვასთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას.
ასევე, განხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. აღნიშნული ფორუმი ასევე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველომ წარმოადგინოს საკუთარი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. ჩვენ გვექნება შეხვედრები ძალიან ბევრ სერიოზულ კომპანიასთან.ასევე, იქნება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან", განაცხადა ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.