ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუშა-ჯგუფმა, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ბრძანებით შეიქმნა (თავმჯდომარე მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე) საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. სოფლის კრებები, კონსულტაციები 2019 წლის 27 იანვრიდან 5 თებერვლის პერიოდში ჩატარდება.
კრებების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო, ცენტრალური სტრუქტურების, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები. ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განისაზღვრა კრებების/კონსულტაციების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები. განხილული იქნა სოფლებიდან, დასახლებული პუნქტებიდან წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები.
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.