ილია მეორე: „დღეს არის განსაკუთრებული დღე - განიწმინდება ცა და ქვეყანა; დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა“
19-01-2019, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს არის განსაკუთრებული დღე - განიწმინდება ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.

 


„ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. დღეს წმინდა სამება გამოეცხადა, მამისა ხმა მოესმა - შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი. ძე ღვთისა ჩავიდა იორდანეში და ნათლისღება ინება და სულიწმინდა სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარსა ზედა.

 


დღეს არის განსაკუთრებული დღე - განიწმინდება ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა.

 


ნაკურთხი წყალი, ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა ასხუროთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული აღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა იყოს თქვენს ზედა. ჩვენთან არს ღმერთი! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, ბრძანა პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი