თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა არ დაუშვას სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის მთავარ პარკს ზიანს არ მიაყენებს. ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნეს ინტერესები -კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსესუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე შენობა-ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე, რადგან ეს არის დაუშვებელი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს სასტუმროს მშენებლობის პროცესის გარკვეული დროით შეჩერებაში.
“ეს არის თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დროს მიღებული კიდევ ერთი მძიმე, მეტიც, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ხელი შეუშალეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სწორედ მათი ძალისხმევით შეჩერდა პროცესი და მოვიდა დღემდე. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. თბილისის მერია მზადაა, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს და ქალაქის, პარკის და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ვიმსჯელოთ კონსესუსზე. რაც მთავარია, ამ საქმეში ჩვენ გვაქვს თბილისელების მხარდაჭერის დიდი იმედი“, - განაცხადა მაია ბითაძემ, როგორც ამას თბილისის მერია იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.