„ამ გაჭირვებული ხალხის გამოძევევას გერმანიამ, იქნებ მათი სამშობლოდან გამძევებელ, მათივე ანუ ევროკავშირის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჩვენგან ართმეული მილიარდიანი აქციები დაბლოკოს თავის ეკონომიკაში. მერე აღარ იქნება ამდენი გამქცევი საქართველოდანაც“, წერს Facebook-ზე, სადაც აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა“.
„უფრო გლობალურად კი“, - განაგრძობს ნათელაშვილი - „30-40-იან წლებში, გერმანელი, 87 პროცენტიანი ამომრჩევლის ნებით, ხელისუფლებაში სრულიად დემოკრატიული არჩევნებით მოსულმა ადოლფ ჰიტლერის რეჟიმმა 400 ათასმდე ქართველი მეიწირა მის მიერ გაჩაღებულ მეორე მსოფლიო ომში. ასეთი ერთდროული, შოკური-კატასტროფული დემოგრაფიული ზარალი ჩვენს სამშობლოს თავისი ათასწლოვანი არსებობის ისტორიაში არ უნახავს, ამის გამოც ვართ დღეს გადაშენებადი ერების რეიტინგში. ბედის ირონიაა, რომ რამდენიმე ასეული ქართველი ვერ აუტანიათ ხოლო 7 მილიონი თურქი და მთელი აფრიკ-აზია იქ ყავთ მოკალათებული. დღევანდელმა გერმანიამ აღიარა პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე ამ საშინელი ომისთვის და ყველას გადაუხადა მილიარდიანი კომპენსაციები ჩვენს გარდა. ეს ანაზღაურება ხდებოდა და ხდება არა მარტო დაზარალებული ქვეყნების ბიუჯეტებში უდიდესი ტრანზაქციებით, არამედ დაღუპულთა, ვეტერანთა და დაზარალებულთა ოჯახებზე ყოველთვიური კომპენსაციების გაცემით. გერმანიამ უნდა აანაზღაუროს ეს ზარალი. ადრე თუ გვიან ეს დრო დადგება, მაგრამ ამისათვის ჯერ შიდა-ოკუპანტები გვყავს მოსაცილებელი“, აცხადებს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.