ნიკა მელია: „ცნობილი ზონდერი გეგა გეგეშიძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, შეიარაღებული, ზონდერისთვის დამახასიათებელი, რკინის ჯაჭვით აღჭურვილი ძალადობს ათასამდე ადამიანის თანდასწრებით, ძალიან ცნობილ ახალგაზრდა მოჭიდავეზე“
20-01-2019, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საზოგადოებამ გუშინ „ზონდერების საქმეში მოქმედების ახალი ამსახველი ვიდეოკადრები“ იხილა, სადაც ჩანს „საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი შეიარაღებული, ზონდერისთვის დამახასიათებელი, რკინის ჯაჭვით აღჭურვილი, რომელიც ძალადობს ათასამდე ადამიანის თანდასწრებით, ძალიან ცნობილ ახალგაზრდა მოჭიდავეზე“, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი „10 დღის განმავლობაში ცნობილია ხელისუფლებისთვის“, მასზე „არანაირი რეაგირება“ არ მომხდარა, რადგან მელიას თქმით, სწორედ „ამ ზონდერებზე დგას ხელისუფლება“.

 


„ბევრს ალბათ აღარ სჭირდება შეხსნება, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად დაცლილია ლეგიტიმაციისგან, მან დაკარგა საკმარისზე საჭირო მხარდაჭერა ხალხში და დღეს თავიდან ბოლომდე დგას მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსზე, შანტაჟზე, კრიმინალურ სამყაროზე და ზონდერებზე. ამ უკანასკნელის, ანუ ზონდერების საქმეში მოქმედების ახალი ამსახველი ვიდეოკადრები ვიხილეთ გუშინ გვიან საღამოს მთელმა ქვეყანამ. დიახ, გუშინ საღამოს მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი, ხელისუფლების მიერ შექმნილი და მათ მიერვე თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი ზონდერები, კონკრეტული სახელებითა და გვარებით, რომელთა ანგარიშზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდის არაერთი სისხლიანი დარბევა და არაერთი უმოწყალოდ ნაცემი ადამიანის ფაქტი. მაგრამ, ვინაიდან ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას აქვს მიტაცებული, დროებით, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვის ბერკეტები, ეს ადამიანები არათუ არ არიან დასჯილი კანონის წინაშე, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, პირდაპირ იმართებიან ხელისუფლების მიერ.

 


ორმაგად საწყენია და ალბათ ტრაგიკულიც, როდესაც უკვე მთელმა ქვეყნამ იცის, რომ რიგი ზონდერები არიან მოკალათებულნი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში. დიახაც, პირდაპირ უნდა ითქვას, საქართველოს ხელისუფლებამ , ქართულმა ოცნებამ, თავშესაფარი მისცა რამდენიმე კარგად ცნობილ ზონდერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში და დანიშნა ისინი, დიახ, დანიშნა და არა აირჩიეს, დანიშვნა იყო ის რაც მოხდა თავის დროზე, ფედერაციის მმართველ პირებად.

 


რა მოხდა და რას ვითხოვთ, ძალიან მოკლედ რომ ვთქვა. გუშინ ვიხილეთ რა? ვიხილეთ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი შეიარაღებული, ზონდერისთვის დამახასიათებელი, რკინის ჯაჭვით აღჭურვილი, რომელიც ძალადობს ათასამდე ადამიანის თანდასწრებით, არც მეტი და არც ნაკლები, ძალიან ცნობილ ახალგაზრდა მოჭიდავეზე. ამავე დროს ეს ახალგაზრდა მოჭიდავე გახლავთ საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ჩემპიონი... ეს ყველაფერი უკვე 10 დღის განმავლობაში ცნობილია ხელისუფლებისთვის და არანაირი რეაგირება. და რატომ, იცით? ამ ადამიანებზე დგას ხელისუფლება. ბატონი გეგა გეგეშიძე, ბატონი სრულიად უადგილოა, ზონდერი გეგა გეგეშიძე, რომელიც გახლავთ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ზონდერი... გეგეშიძე არის პოლიციის კაპიტანი და ყოფილი შს მინისტრის დაცვის უფროსი იყო და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხოლოს მისი მოადგილე ასევე ცნობილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა და და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები არც კი ელიან, რომ იქნებიან წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე“, განაცხადა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი