დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის შეფარდების შესახებ.
ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.