საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალურ ვიზიტად ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.
21 იანვარს მამუკა ბახტაძეს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.