მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას „საცოდავი“ უწოდა და განაცხადა, რომ „სულ ფეხებზე ჰკიდია“ დააფასეს თუ არა იგი საქართველოში
21-01-2019, 07:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიას „საცოდავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „სულ ფეხებზე ჰკიდია“ ის ფაქტი, დააფასეს თუ არა იგი საქართველოში.

 


„ამასწინათ ვუყურებდი „რუსთავი 2“-ის გადაცემას და ნიკა გვარამია იძახის, ჩემი მეგობარი, რომ ალბათ როგორი გაბრაზებულია მიშა, არ დააფასეს მისი ღვაწლი, ის ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, წარმოიდგინეთ საკუთარ ქვეყანაშიც არ უშვებენ, საცოდავი, საცოდავი. საცოდავი მე კი არა ვარ, თქვენ ხართ ნიკა საცოდავი იმიტომ, რომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის სააკაშვილი დააფასეს თუ არა, უკაცრავად და სულ ფეხებზეც კი მკიდია ეს, მართლა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. საუბარია იმაზე, რომ ეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც პირველი იყო, დახურეს... ჩვენ ამერიკის დახმარების პროგრამით, მილენიუმის პროგრამით, გამოვართვით ამერიკელებს 140 მილიონი დოლარი და გავუხსენით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს მიწა-წყალზე ამერიკის უნივერსიტეტების კონკურენტი ამერიკული ფულით. ცოცხალი თავით არ უნდოდათ ამის გაკეთება, რას არ იგონებდნენ, ხან ერთ წერილს გამოაგზავნიდნენ, რომ ეს რაღაც სტანდარტებს არ აკმაყოფილებსო. მერე ჩვენ გავუგზავნიდით, რომ აკმაყოფილებს, მერე ამაზე ყველას არ ექნება წვდომა, ჩვენ ვუხსნიდით, რომ ყველა ქართველი უფასოდ ისწავლის და არაფერი ელიტური ეს არ იქნება, მერე რაღა მაინცდამაინც ყველაზე ცენტრალურ ადგილზე ჩადგით ბათუმში, მერე ვუთხარით, რომ მეორე კამპუსს გავუხსნით იქვე ქალაქგარეთ, ნუ ნერვიულობთ. 140 მილიონი დოლარი ჰილარისთან ჩახუტებით, დარწმუნებით და ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე წავართვითიმაში, რაშიც ამერიკელები არასოდეს ფულს არ იხდიან და ეს იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპის, როგორც მინიმუმ, ყველაზე მაგარი უნივერსიტეტი, სადაც შეიქმნებოდა  ტექნოლოგიები. დღეს ეს არის რაღაცა კაზინოსა და ბორდელს შორის ლოჯებმიშენებული“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2   David
      
ვასიუკი -მოსკოვი და მოსკოვი - ვასიუკი... უკვე მოქმედი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იხურება თბილისში! მიშიკოს დედიკომ ვისი მილიონობით ააშენა "საქართველოს უნივერსიტეტი"? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ მიშიკო არ იყო პრესზიდენტად არჩევის წინ რომ აცხადებდა თუ ჩემს მინისტრებს შორის უცებ ვინმეს ძმას, დას, სიდედრს, სიმამრს აღმოაჩნდება ბიზნესის ნიჭი, პირველს დავიჭერო! ეს დედამისზე და მისი ოჯახის წევრებზე არ ვრცელდებოდა? ჩვენ მივეჩვიეთ იმას რომ მისი ხმამაღალი, როყიო განცხადებებუის უკან, როგორც წესი, დგას ტყუილი და აფიორა! თუ გვინდა მეტი განათლებული და დასავლურად აღზრდილი სპეციალისტი გვყავდეს მეტი უნდა გავუშვათ სასწავლებლად დასავლეთში! მიშიკო არის დიდი ინკვიზიტორი!
2 მაი 2019 10:58
#1  სიმართლე
      
ეგ კიდე არ მოეშვა ზღაპრების მოყოლას ახლა ემიგრანტებს აბოლებს ისე ბარემ მაქ იყო და დაგეტოვებინათ ასე ძალიან თუ მოგწონდათ
21 იანვარი 2019 12:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი