სააკაშვილმა ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებს უთხრა, რომ ივანიშვილის ჩამოშორება არჩევნების გზით ვერ მოხდება და მათმა ბრძოლამ უნდა გადაინაცვლოს ქუჩებში, მოედნებზე, სახელმწიფო დაწესებულებებში
21-01-2019, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ქართველ ემიგრანტებს გადამწყვეტ მომენტში ყველამ აიღოს საქართველოსკენ ბილეთი და ჩავიდეს იქ, რათა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დაასრულოს. ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის ჩამოშორება არჩევნების გზით ვერ მოხდება და მათმა ბრძოლამ უნდა გადაინაცვლოს ქუჩებში, მოედნებზე, სახელმწიფო დაწესებულებებში.

 


„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ივანიშვილის ჩამოშორებისთვის, არა 2 წელიწადში, არამედ დღეს, აი ვიწყებთ 3 საათზე (დახედა თავის საათს) და ყოველდღიურად... (ტაში) გამოგვივა 1 კვირაში, დავამთავროთ 1 კვირაში; გამოგვივა 1 თვეში, დავამთავროთ 1 თვეში; გამოგვივა 6 თვეში და ნუღა გადავაცილებთ იმიტომ, რომ ეს დაგიჯდებათ თქვენ ფული და ნერვები - ივანიშვილის დიდხანს ყოფნა და ჩვენ ქვეყანას დაუჯდება არსებობა, მით უმეტეს, 2 წლის შემდეგაც არაფერი არჩევნები აღარ იქნება. არჩევნები, მორჩა ეს სიმღერა, ახლა არის ღია, გახსნილი ბრძოლა. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა რა თქმა უნდა მშვიდობიანია, არეულობა და ცემა-ტყეპა მათ უნდათ. მათ ჰყავთ კუნთებიანი ზონდერები, ვიღაცა, მოჭიდავეები, ბრტყელთავიანები იქირავეს და... ჩვენ ტატამზე არ გავალთ. ჩვენი ბრძოლა არის მოედნები, ჩვენი ბრძოლა არის ქუჩები, ჩვენი ბრძოლა არის ყველგან, სადაც არის უსამართლობა, ჩვენი ბრძოლა არის სახელმწიფო დაწესებულებები, ჩვენი ბრძოლა არის აქ თუნდაც კონგრესმენებთან წერილების მიწერა და ჩვენი ბრძოლა არის გადამწყვეტ მომენტში ბილეთის აღება და ჩასვლა“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

მან ემიგრანტებს მოუწოდა: „გამოვიდეთ ქუჩაში და ჩავიყვანოთ მიშა“.

 


„ივანიშვილი ორ რაღაცას გვეუბნებოდა მთელი ეს თვეები. პირველი, არ გამოხვიდეთ ქუჩაში და მეორე, არ ჩამოიყვანოთ მიშა. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა ჩვენებისაც თქვა, რომ ხოო, ხოო, ჩვენ ქუჩაში არ გამოვალთ და მიშა კი, როდესღაც სახლში უნდა დაბრუნდეს, კიი, მაგრამ... და გვეკითხა, რომ რატომ არის, რომ მუდმივად ამას იმეორებს ის? (ეშინია და იმიტომ - თქვა დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა) და რახან ეშინია, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, გამოვიდეთ ქუჩაში და ჩავიყვანოთ მიშა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სიტყვასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი