უსუფაშვილის განცხადებით ოპოზიცია და უმრავლესობა რამდენიმე მიმართულებაზე შეთანხმდა
09-02-2014, 20:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რომელიც მან არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, ოპოზიცია და უმრავლესობა რამდენიმე მიმართულებაზე შეთანხმდა, რითაც, არასაპარლამენტო პარტიების უკმაყოფილება შემცირდა.

 


უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში შესული სააარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ვერსიები, რამდენიმე საკითხში უკეთესობისკენ გაუმჯობესდება.

 


,,ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა მოსაზრებები სრულად ვერ იქნა გათვალისწინებული, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ამ უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან რამდენიმე მიმართულებით, ჩვენ პოზიციები შევაჯერეთ. კერძოდ, ეს ეხება რეგიონულ ტელევიზიებში საეთერო დროს, ასევე, გარკვეულ ფინანსურ საკითხებს იმ პარტიებისთვის და ბლოკებისთვის, რომლებიც სერიოზულ შედეგს აჩვენებენ და სხვა. საბოლოო გადაწყვეტილებებს კი, დაახლოებით ერთ კვირის განმავლობაში მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, ცვლილებების ის ვერსია, რომელიც პარლამენტშია შესული, რამდენიმე საკითხში უკეთესობისკენ გაუმჯობესდება"- განაცხადა უსუფაშვილმა.

 


არასაპარლამენტო ოპოზიციისა და პარლამენტის თავჯდომარის შეხვედრა დღეს, დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/36789-davith-usufashvili-arasaparlamento-partiebis-ukmayofileba-shemcirda.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი