გიორგი ვაშაძე გამოდის ინიციატივით, გამოყენებული იყოს ევროპული პრაქტიკა და იუსტიციის საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც მოსამართლეთა კანდიდატურებზე ვეტოს უფლება ექნება
21-01-2019, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოდის ინიციატივით, გამოყენებული იყოს ევროპული პრაქტიკა და იუსტიციის საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც მოსამართლეთა კანდიდატურებზე ვეტოს უფლება ექნება

 


„ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება. მაგალითად, ასეთი უცხოელები აუცილებლად იტყოდნენ, რომ ჩინჩალაძე არ შეიძლება იყოს უვადო მოსამართლე, მურუსიძე არ შეიძლება იყოს უვადო მოსამართლე“, აღნიშნა ვაშაძემ ბრიფინგზე.

 

 

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოში. იუსტიციის საბჭო, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს, ცდილობს, რომ გაიყვანონ იმ კლანის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, რომელთაც მთელი საზოგადოება ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, უმრავლესობაში გვყავს ლიდერები, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და მათი მიზანია, ეს მათ მიერ მოსყიდული მოსამართლეები როგორმე შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და როგორმე გახადონ ისინი უვადო მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. ჩვენი ვალია, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ უნდა დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ აქვე გვინდა მივმართოთ საზოგადოებას, რომ თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ ისევ ჩვენ მივიღებთ მურუსიძე ორს, ჩინჩალაძე ორს და ვიღაც ამ უბედურ ადამიანებს, რომლებიც თავზე გადაგვახევენ ამ სასამართლო სისტემას. ამიტომ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გამოვიყენოთ ის ევროპული, სრულიად ახალი პრაქტიკა, რომელიც ევროპის ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა ერთობლივად შეიმუშავეს სწორედ ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ ევროინტეგრაცია, როემლთაც აქვთ უზარმაზარი პრობლემა სასამართლოს განვითარებასთან დაკავშირებით. ამ მექანიზმის იმპლიმენტაცია უკვე მიმდინარეობს უკრაინაში, ამ მექანიზმის გამოყენებაზე დღეს საუბარია მოლდოვაში და დადგა დრო, რომ დავიწყოთ სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებაზე საქართველოშიც“, განაცხადა ვაშაძემ.  

 

 

ვაშაძემ უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მუშაობის მექანიზმიც ახსნა.

 


„რაში მდგომარეობს ეს მექანიზმი? იუსტიციის საბჭოსთან იქმნება უცხოელ ექსპერტთა საბჭო. ვინ არიან ეს უცხოელი ექსპერტები? ადამიანები, ვინც იყვნენ მაღალი რანგის მოსამართლეები წამყვან დასავლურ ქვეყნებში - გერმანიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. ამ ადამიანებს წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიცაა საქართველო. მაგალითად, ევროპის საბჭო ან ეუთო... მსოფლიო ბანკი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება. ანუ მათ შეუძლიათ თქვან, რომ კონკრეტული პიროვნება არ შეიძლება იყოს მოსამართლედ განწესებული. იქნება ეს უზენაეს სასამართლოში თუ ნებისმიერ სასამართლოში. მაგალითად, ასეთი უცხოელები აუცილებლად იტყოდნენ, რომ ჩინჩალაძე არ შეიძლება იყოს არა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არამედ რიგითი მოსამართლეც კი არ შეიძლება იყოს. ასევე იტყოდნენ მურუსიძეზე. რა თქმა უნდა ისინი არ იქნებოდნენ მიკერძოებულნი, ისინი არ იქნებოდნენ ამ სოციუმიდან, საქართველოდან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ფუნქცია აქვს სამოქალაქო სექტორს, რაც მაგალითად, ახლა ხდება უკრაინაში. სამოქალაქო სექტორი მუშაობს სწორედ ამ უცხოელ ექსპერტებთან და აწვდის სრულ ინფორმაციას თითოეულ მოსამართლესთან დაკავშირებით. მე შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ. 100 სამოსამართლე კანდიდატიდან, რომელთაც წარადგინეს საკუთარი განაცხადი უკრაინაში ანტიკორუფციულ სასამართლოს მოსამართლეობაზე, 49-ზე დადებული აქვს ვეტო უცხოელ ექსპერტთა საბჭოს“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი