ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ და ვერც ერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის - ვლადიმერ კონსტანტინიდი
21-01-2019, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გაუჩინარების თაობაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მან თქვა, რომ საქართველოს საელჩო კონტქატზე იმყოფება ლიბიურ მხარესთან, დღის განმავლობაში ელოდებიან დამატებთ ინფორმაციას. „ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ და ვერც ერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის“, აღნიშნა მან.

 


„განაცხადი აღნიშნულ ფაქტზე საგარეო საქეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტმანეტში შემოვიდა15 იანვარს და დაუყოვნებლივ დავიწყეთ შესაბამისი მოქმედებები. ინსტრუქციები მივეცით ჩვენს საელჩოს ეგვიპტეში და გნერალურ საკონსულოს სტამბულში. მოგეხსენებათ, ეგვიპტიდან ვფარავათ ლიბიას. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გემი არის თურქული კომპანიის მფლობელობის ქვეშ, შესაბამისი დავალებები გავეცით ჩვენს მისიაზე სტამბულში. დღეისათვის გემის მფლობელი კომპანიის ადვოკატი იმყოფება ლიბიაში და ცდილობს იქ დეტალების გარკვევას. გამოძიებას აწარმოებს ლიბიური მხარე. ცნობილია, რომ 7 იანვარს ჩვენი მეზღვაური, რომელიც მორიგეობდა გემბანზე, მეორე დღეს ის შემცვლელმა ვეღარ ნახა ანუ ფაქტობრივად, მოხდა მისი გაუჩინარება და დღემდე რაიმე დეტალი აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის უცნობია. ჩვენი საელჩო არის კონტქატზე ლიბიურ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით ქაიროში და დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით დამატებთ ინფორმაციას, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ და ვერც ერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი