ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილია. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს.
პირველადი ინფორმაციით, დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს. სააგენტოს ხელმძღვანელის ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
„სამწუხაროდ, დღეს შეგვატყობინეს, რომ ცხედარი ნაპოვნია, პირველადი ინფორმაციით, ის ეკუთვნის ჩვენს მეზღვაურს დავით რაზმაძეს, მიმდინარეობს ექსპერტიზა, შედეგები ხვალისთვის გვეცოდინება“, აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.