სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა შავ ზღვაზე, ქერჩის სრუტის სიახლოვეს ორ ტანზანიის დროშით მოცურავე სატვირთო გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, იტყობინება BBC ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
რუსი მაშველები ცდილობენ იმ მეზღვაურებამდე მიღწევას, რომლებიც გემიდან გადახტნენ. ამ დროისთვის 14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ერთი გემი გაზის ტანკერია და გავრცელებული ცნობებით ხანძარი სწორედ მასზე მომხდარ აფეთქებას მოჰყვა, საიდანაც ცეცხლი მეორე საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდა.
ორი გემიდან ერთ-ერთზე, „კანდიზე“, ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა თურქეთიდან და ინდოეთიდან, ხოლო მეორეზე, სახელად „მაესტრო“, 14 მეზღვაური.
რუსეთის საზღვაო სააგენტოს წარმომადგენლის ალექსეი კრავჩენკოს განცხადებით, ხანძარმა იმ დროს იფეთქა, როდესაც ერთ-ერთი გემიდან მეორეზე საწვავი გადაჰქონდათ. მისივე თქმით, ამან ეკიპაჟის რამდენიმე წევრი აიძულა გემიდან გადამხტარიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა კიდევ სამი ადამიანი შენიშნეს წყალში, რომლებიც წყლიდან ამოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი დიდი ალბათობით დაიხრჩვნენ.
ახალი ამბების სააგენტო AFP-ის ცნობით, გემების „არც ერთ კაპიტანს სიგნალი არ მიუღია“.
დაღუპულთა ცხედრებს ყირიმის ქალაქ ქერჩში გადაასვენებენ. ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის დროს გემები „ნეიტრალურ წყლებში“ იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.