ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის მოწყობის სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიმდინარე საგზაო სამუშოები ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ვასილ ფანჩულიძესა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტის-ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საპოვნელა+ “ შეასრულებს და მასზე რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 721 ათასი ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.