ეკა ბესელია პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება, სადაც 21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია იმართება.
ქართველი პარლამენტარი, სესიის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი.
ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა.
კომიტეტის წევრებმა აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.
განხილული იყო ქვეკომიტეტების სტრუქტურა და დაინიშნენ კომიტეტის წარმომადგენელები ვენეციის კომისიასა და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფში.
სხდომაზე გაიმართა მსჯელობა პატიმართა გადაყვანისას ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშის პროექტის, ანგარიშის რეზოლუციისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ. შედგა თემატური დებატები ადამიანის უფლებათა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.