მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს გამოძიებას სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ სცემა და ჩხუბისას ხელკეტი ჩაარტყა. იგი გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
„გუშინ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც უარყოფს ამ ყველაფერს და აპირებს თანამშროლობას. მოქმედებს ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად ხელკეტით, ეს არის ჩემი სიმართლე და უნდა გადადგეს თანამდებობიდან. უბრალოდ მაგდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას... მე ვიცი, რომ გადააყენებენ და არავის არ სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი“, თქვა დათუნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.