წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა ქალაქის საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.
„გახშირებული ვირუსული დაავადებების ფონზე აღსაზრდელთა გამოცხადების მაჩვენებელი დაბალია, თუმცა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოწესრიგებულია ბავშვების კვების საკითხი, დაცულია სანიტარიული ნორმები“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველის გიორგი იობიძის განმარტებით, ჩატარებული ტენდერების შედეგად საბავშვო ბაღებში პროდუქტები შემოაქვს შვიდ სხვადასხვა ორგანიზაციას. მიღებულია ყველა ზომა, რათა პატარებმა სუფთა და თბილ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ შემავალ 22 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. სწავლის დაწყებამდე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
ინფორმაცის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.