საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკულ სამხედრო ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრო
22-01-2019, 20:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ კუკი" იმყოფება. ამერიკულ ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

 


ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ხომალდის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი.

 


ოფიციალური მიღების ცერემონიამდე ხომალდის კაპიტანმა მეთიუ პაუელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გემი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

 


ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როზ უილსონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.

 


"დონალდ კუკი" საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.

 


ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში.

 


“დონალდ კუკი” სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია “არლი ბიორკის” ტიპის მართვადი რაკეტებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი