შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ნება დართო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განახორციელოს მისი პოლიტიკა, გარკვეულ ტრანსგენდერ ადამიანებს სამხედრო სამსახური აუკრძალოს.
ტრამპის ადმინისტრაციის სასარგებლო გადაწყვეტილებას სასამართლოს 5 წევრმა მისცა ხმა, 4 ლიბერალი მოსამართლე კი მის წინააღმდეგ წავიდა.
ტრამპის პოლიტიკის თანახმად, „ტრანსგენდერ პირებს, რომლებიც საჭიროებენ ან უკვე შეიცვალეს სქესი“, სამხედრო სამსახურში მსახურება ეკრძალებათ.
პრეზიდენტმა ტრამპმა 2017 წელს „თვითერზე“ გამოაცხადა, რომ ქვეყანა, უკვე აღარ „მიიღებს ან ნებას დართავს“ ტრანსგენდერ ამერიკელებს იმსახურონ სამხედრო სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.