თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება -ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყო.
მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფ. ძევრში, ჩხარსა და გოგნში ჩატარდა.
სოფ. ძევრში გამართულ კრებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ესწრებოდა.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით სოფ. ძევრში ჩეხნარის საეკლესიო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა.
სოფ. ოქონაში ცენტრის გარე განათება და ვერულაშვილები-ფანჩულიძეების უბანში წყლის მილების შეძენა მოხდება;
ხოლო სეფარეთის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის მეფარიძეების, აბულაძეებისა და ბერძულების უბნებისათვის წყლის მილების შეძენა დაფინანსდება;
მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ, 23 იანვარს თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 22 იანვარს დაიწყო და 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.