ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრები გამართა
22-01-2019, 23:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრები გამართა.

 


სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, მთავარ მომლაპარაკებელს ბრექსითის საკითხებში - მიშელ ბარნიეს, ასევე, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრი ავრამოპულოსსა და ევროპარლამენტარებს.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საშინაო გამოწვევებს.

 


როგორც ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა განაცხადა, შეხვედრისას განიხილეს ასევე, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო, რომელიც საარჩევნო პროცესმა დატოვა და რაც გაჯანსაღებას საჭიროებს. ანა გომეშის აზრით, აღნიშნული სიტუაციის გაჯანსაღებაში პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

 


სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი შედეგებიც განიხილა.

 


ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი მუშაობს ისე, როგორც განზრახული იყო: აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას თავისუფლად ესტუმრონ და ნახონ ევროპული ქვეყნები.

 


"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილების გაგრძელება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. საჭიროა, რომ ცალკეული ქვეყნების მთავრობები უფრო პროაქტიულები იყვნენ ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკის შემუშავებისას. ევროკავშირში შიგნით არის სურვილი და ნება, რომ გავაგრძელოთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით ბენეფიტების მიღების უზრუნველყოფა. ვიცი, რომ ამაზე ფოკუსირებული იქნება ევროპარლამენტი და დანარჩენი ევროინსტიტუტებიც”, - აღნიშნა კლერ მუდმა.

 


ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს იმ საკითხის მნიშვნელობასა და აქცენტებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილად სწორედ ბრიუსელი შეარჩია.

 


ევროპარლამენტარ საჯად კარიმის განცხადებით, ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების სიღრმეები და სრული დინამიკა.

 


"რომ გავიხსენოთ, 10 წლის წინანდელი პერიოდი, დაუჯერებელია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობამ ასეთ პროგრესს მიაღწია“, - აღნიშნა საჯად კარიმმა.

 


მისი თქმით, თუ გავიხედავთ მომავალში, ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა და იდგმება, განსაკუთრებით, პრეზიდენტის ოფისის მიერ, (თავისი გამოცდილებით რაც მას აქვს) არის საფუძველი იმისა, რომ საქართველომ გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან, რასაც ევროპარლამენტი მიესალმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი