მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს, ჯიმ კარს შეხვდა
22-01-2019, 23:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა.

 


საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, ასევე ქვეყნის მდიდარი ჰიდრორესურსები.

 


ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავაჭრო ტენდენციებს, ასევე კანადის პოლიტიკას ვაჭრობის დივერსიფიკაციის მიმართულებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.

 


საუბარი შეეხო ვაჭრობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს ძალისხმევას ამ პროცესში.

 


პრემიერმა და კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში შესაძლო თანამშრომლობაზე.

 


ჯიმ კარმა ქართული მხარე კანადაში მიიწვია საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

 


შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსასამხური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი