კახა კალაძე - კორუმპირებული გიგი უგულავა, რომლის მერობისას გაცემული ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი
23-01-2019, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორუმპირებული გიგი უგულავა, რომლის მერობისას გაცემული ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“მშენებლობის თაობაზე უგულავას მერობის დროს გაცემული უვადო სპეცნებართვაზე საუბრისას.

 

 

„ბატონი უგულვა გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ძირითადად ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რა დანაშაული ჩაიდინა მან თბილისის წინაშე“, აღნიშნა კალაძემ.

 


მან ასევე თქვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში და ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს მშენებლობა არ დაუშვას.

 


„თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხით მინდა დავიწყო. ეს არის ვაკის პარკში გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელიც გაიცა 2013 წელს ბატონ გიგი უგულავას მიერ, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში ამ კომპანიას მიეცა უფლება ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში თბილისისთვის და თბილისელებისთვის არის ძალიან მძიმე... იყო დავები სასამართლოში, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა სარჩელი, რომელიც შეტანილი იქნა, წაგებულია, ანუ სპეცნებართვა ძალაში არის დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა.

 


რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი ბატონი უგულავა გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ძირითადად ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რა ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული პირველ რიგში თბილისელების და თბილისის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვები არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება და ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის მისი მერობის დროს გაცემული. მე პირდაპირ ვიტყვი. ჩემთვის, ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი“, განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა:

 

 

„მეორე საკითხი, ეს არის ინვესტორი, რომელთანაც გვქონდა ჩვენ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ. ნუ, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, გამოდის და პირდაპირ საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრიხავთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის ინტერესები და თბილისელების ინტერესები არის პირველი და ჩვენ არასდროს ინვესტორს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის, თითოეული ცენტის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი... თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, მე ინვესტორზე მაქვს საუბარი, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები. კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობა არ დავუშვათ ვაკის პარკში“.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი