90-იანი წლებიდან თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება და ამ ადამიანებს ეს პრობლემა მოუგვარდებათ, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
„მინდა სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო თბილისილებს. თქვენ იცით, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები საკმაოდ ბევრი გვყავს. 3 ათასზე მეტ ადამიანს აღემატება და ჩვენ განვცახადეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილებულები იყვნენ ფართებით. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ზუსტად, ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას მოაგვარებს. ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა ეს ყველაფერი. აღნიშნული მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და დღეს, მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოგვაქვს 40 ოჯახისთვის გადასაცემი ფართები. ეს არის ის ფართები, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არის.
ზოგადად, ჩვენ განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იქნენ დაკმაყოფილებული პირველ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს სრული სია. გვაქვს ასევე დაბალი სოციალური კვლევის მქონე ოჯახები და ამ პრიორიტეტებით ხდება ბინების გადანაწილება. ეს კონკრეტული კორპუსი მდებარეობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის. მერიის კუთვნილებაში არის ეს 40 ოჯახისთვის გადასაცემი ფართები და დღეს უკვე 1 ლარად საკუთრებაში გადავცემთ ამ ადამიანებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.