გიგი უგულავა: „კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“
23-01-2019, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კახა კალაძის საპასუხოდ, რომელმაც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ყოფილ მერს, უგულავას კორუმპირებული უწოდა.

 


„კახა კალაძე, რიჟა (გიორგი კაპანაძე) არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი დღეს საზოგადოებას ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცას ამბობენ. ჯერ ამბობენ, რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, მერე ამბობენ, რომ არ აშენდება. ალბათ ხვალ ისევ იტყვიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, სამართლებრივად სწორი რომ იყო ეს გადაწყვეტილება, იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც.

 


„მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ, ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან არის თავის დაძვრენის მცდელობა. იმის ნაცვლად, გადადოს ყოველგვარი კინკლაობა და ვიფიქროთ გამოსავალზე, ზეპარტიული ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელში ჩართვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა, მეც, მასაც. ვიმუშაოთ, ფული შევაგროვოთ. აქ ცალკე ესაუბროს ინვესტორს. ამის ნაცვლად, შანტაჟის ენით გვესაუბრება. არავის მივცემ უფლებასო, ძალიან მეცინება მე. ეს არის, რაც ცხრა წლად მონათლეს. ამიტომ სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება. თუ რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისის მერისთვის შეუფერებელია. კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“, განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი