ქალაქ გარდაბანში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 748 991 ლარს შეადგენს.
სამუშაოები შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
კერძოდ: აშილ ბილალის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 427000.39 (ოთხასოცდაშვიდი ათასი ლარი და 39 თეთრი) ლარს.
გამარჯვების ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 347096.36 (სამასორმოდაშვიდი ათას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 36 თეთრი) ლარს.
ლელაშხას დასახლებაში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 668141.45 (ექვსასსამოდარვა ათას ასორმოცდაერთი ლარი და 45 თეთრი) ლარს.
სოფელ ქვემო კაპანახჩში მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 158595.30 (ასორმოცდათვრამეტი ათას ხუთასოთხმოცდათხუთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარს.
ქვემო კაპანახჩში მისასვლელ ცენტრალურ გზასთან არსებული ჩიხის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 148157.50 (ასორმოცდარვა ათას ასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარს.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.