ოლიმპიური ცეცხლი თბილისში ჩამოიტანეს და ის საზეიმო ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო და ეს ფაქტი მან მთელ საქართველოს მიულოცა.
ოლიმპიურმა ჩირაღდანმა 700 მეჩირაღდნესთან ერთად საქართველოს 67 მუნიციპალიტეტი მოიარა და დღეიდან, ოლიმპიური ფესტივალის დასრულებამდე, თბილისში დარჩება.
„დღეს არის საოცარი დღე. ზუსტად ორი თვის წინ, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო და სიმბოლურ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოლიმპიურ დედაქალაქ ათენში აინთო ცეცხლი, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის იყო განკუთვნილი. ზუსტად 9 დღეში ჩვენი დედაქალაქი უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოლიმპიურ ფესტივალს და ეს თამაშები განსაკუთრებულია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის. თბილისი მზად არის, ღირსეულად უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მინდა, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვუსურვო წარმატებები. მჯერა, ჩვენ ძალიან ბევრ ოქროს მედალს მოვიპოვებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ლერი ხაბელოვს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსი ახვლედიანს. მთავრობის მეთაური ასევე განსაკუთრებით მიესალმა მოხალისეებს, რომელთა თანხლებით ოლიმპიურმა ცეცხლმა მთელი საქართველო შემოიარა.
ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებულ საზეიმო კონცერტზე ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.