კომუნიკაციების კომისია 2019 წელს მოზარდებისთვის მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს
23-01-2019, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა, ეს ინფორმაცია საზოგადოებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა გააცნო.

 


მისი თქმით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა:

 


• კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;

 


• მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი;

 


• ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;

 


• ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა;

 


• ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება;

 


„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო პროექტზე „გამარჯობა რუბი" - ეს არის ფინური წიგნის სერია, რომელიც მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას, კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას; ამ წიგნით სწავლება სექტემბრიდან განათლების რეფორმის ფარგლებში შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში განხორციელდება", - აღნიშნა კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა.

 


ბავშვებთან, მოზარდებთან ინტერნეტის საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიტანისა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარების მიზნით, შეიქმნება ქართულ ენაზე ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში; ჩატარდება საგანმანათლებლო მოკლევადიანი კურსი ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების შესასწავლად; ასევე - მედიაწიგნიერების კონკურსი და შეიქმნება ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მედიაწიგნიერების საკითხებს და სხვადსხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე იქნება მორგებული.

 


„ჩვენი რეფორმის ფარგლებში, უზრუნველვყოფთ იმას, რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების ცოდნა დაწყებითი კლასებიდანვე მოხდეს, დღეს პროგრამირება ისეთივე სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია თანამედროვე სამყაროში, როგორც ნებისმიერი სხვა საგნის შესწავლა, ბავშები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მედიაწიგიერების განვითარება. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად განვახორციელებთ პროექტებს. შემოდგომიდან სკოლებში უკვე შევიტანთ სახელმძღვანელოს- „გამარჯობა რუბი", რომელიც ქართულ ენაზე იქნება ნათარგმნი, ასევე მოხდება პედაგოგების გადამზადება, რომლებიც უკვე მოსწავლეებს გადასცემენ ამ ცოდნას",- განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

 


მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად განესაზღვრა. კომუნიკაციების კომისიამ მედია წიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა. 2018 წლის ბოლოს კი, შექმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი