სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტი განიხილეს
23-01-2019, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა გაიმართა

 

 

პროექტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) განსაზღვრას ითვალისწინებს.

 


შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ნიკოლოზ როსებაშვილი, ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლები, მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

 


განხილვაზე დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის ძირითად პრინციპებზე, რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნას გათვალისწინებული.

 


აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვას და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას.

 


ინფორმაიცას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი