საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილისა და ფედერიკა მოგერინის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და ის მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელშია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდი ჰაუტალა, მაიკლ გალერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.