„ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას იმ რეფორმების, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს“, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა ბათუმში, ამერიკულ ხომლადზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე გააკეთა. როზ უილსონის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ამ ვიზიტის მიზანია გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელიც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას მეზობელი ქვეყნის მხრიდან და აჩვენოს სამხედრო სფეროში ამერიკის მხარდაჭერა, ასევე განაგრძოს თანამშრომლობა მიმდინარე მნიშვვნელოვანი რეფრომების მხარდასაჭერად, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მისი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური ახორციელებენ და მიზნად საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით და „Donald Cook"-ის საქართველოში ვიზიტით“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა. აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ კუკი" საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში. "დონალდ კუკი" არლი ბიორკის კლასის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია მართვადი რაკეტებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.