წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ყველა სოფელში განსაკუთრებული აქტიურობით მიმდინარეობს.
„მოსახლეობა მაქსიმალურად ჩართულია და საკუთარი უბნის თუ ქუჩის ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ ამ პროგრამამ გაამართლა“, აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრები რამდენიმე სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს. დიდ სოფლებში დახურული კენჭისყრის (არჩევნების) გზით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ხოლო პატარა სოფლებში ღია კენჭისყრით.
22-23 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები კიდევ ათ სოფელში იქნა შერჩეული.

„მოსახლობის ძირითადი პრიორიტეტი გზის პრობლების მოგვარებაა. აქედან გამომდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მზა ბეტონის შეძენა მოხდება სოფლებში: გუბისწყალი, პირველი წყალტუბო, ცხუნკური, ზარათი და მეჩხერი.
მიმდინარე წელს ამავე პროგრამით, გარეგანათების ქსელი მოწესრიგდება სოფელ ხომულში და ყუმისთავში. ბანოჯის მცხოვრებლებმა წყლის ავზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი, სკვერის გაკეთება გადაწყვეტილება მიიღო ფარცხანაყანევისა და გუმბრის მოსახლეობამ“, აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.