საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევენთ ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ჰოლდინგის ხელმძღვანელს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომლებიც ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ასევე მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების შესახებ.
შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ Koç Holding-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
Koç Holding-ი თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია და მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ჯგუფის საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა, საკვები, ინტერნეტტექნოლოგიები, სასტუმრო და ელექტრონიკის სექტორი. 90-წლიანი ისტორიის ჰოლდინგს 97 ათასზე მეტი თანამშრომელი და 10 ათასი დილერი ჰყავს, მისი წლიური შემოსავალი კი 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.