ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტში ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს უფლება აქვს გაწევრიანდეს ნატო-ში და საქართველომ და ალიანსის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როდის მოხდება ეს და სხვა არავის ექნება ამ პროცესში ჩარევის უფლება, მათ შორის არც რუსეთს, რომ თავისი ინტერესების სფეროს დამკვიდრებას შეეცადოს.
„მარტში ჩამოვალ საქართველოში და ველოდები ამ მომენტს. ვიცი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობასთან და ლიდერებთან საუბარი პარტნიორობაზე. ნატო-ს წვრთნებსაც დავესწრები. ჩვენი გზავნილია, რომ პარტნიორობა ძლიერდება. ეს სასარგებლოა როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის. წვრთნები იქნება მიმართული ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ეს ხაზს უსვამს საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრის მნიშვნელობას. ივლისის სამიტზე გავიმეორეთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის ყველა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლება და საქართველოსაც აქვს უფლება, გაწევრიანდეს ნატო-ში. საქართველომ და ალიანსის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როდის მოხდება ეს და სხვა არავის ექნება ამ პროცესში ჩარევის უფლება. ჩვენ არასდროს შევეგუებით, თუ დიდი ერები, მაგალითად რუსეთი, თავისი ინტერესების სფეროს დამკვიდრებას ეცდებიან. მათ მსგავს საკითხებში გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ექნებათ“, განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.