თერჯოლის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება-ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა.
თავასის მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოყოფილი თანხა ეკლესიისა და სასაფლაოს შემოღობვას მოხმარდება.
თუზისა და კაკაბოურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით თუზის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოეწყობა.
ჯგილათისა და ვარდიგორის მოსახლეობამ პრიორიტეტულ პროექტად ადგილობრივი სასაფლაოს შემოღობვა დაასახელა.
შეხვედრებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრები პარასკევს, 25 იანვარს საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.