შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის.
ის, რომ პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ადგილად კომპანიამ საქართველო შეარჩია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, იტყობინება პრემიერის პრესსამსახური.
მათივე ცნობით, კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. სწორედ ქართული თხილით აწარმოებს ის ცნობილ პროდუქტს - “რაგუსა”, რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა.
Camille Bloch-ის ხელმძღვანელი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.