სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ბრიუსელში „არანაირი მუქარა“ არ ყოფილა
24-01-2019, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტი და ნატო-სა და ევროკავშირში გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა.

 


„ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ შევხვდით ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული საქართველოსთან თანამშრომლობით. საქართველოს მიმართ ყველა ძალიან კეთილგანწყობილია და გამოითქვა მზადყოფნა, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


მისი განცხადებით, შეხვედრებზე ძალიან პოზიტიური გზავნილები დაფიქსირდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

 


„დაფასებულია ის ფაქტი, რომ 300 000-მა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით, შემოვიდა ევროკავშირში და ეს არის ძალიან პოზიტიური. ამავე დროს ვიცით, რომ არის პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებზე დიდი აქცენტი არ გაკეთებულა. არ იყო აქ არანაირი მუქარა, რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით არ უნდა მიუდგეს“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრებზე ძლიერი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს პოლიტიკის მიმართ, რომ სწორი ნაბიჯებია გადადგმული.

 


„ამავე დროს, გამოითქვა შეშფოთება ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, არსებობს მზადყოფნა, რომ ეს საკითხი გააჟღერონ რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, რათა არ იყოს ეს მიღებული როგორც ფაქტი, რომელსაც შევეგუებით. ყველას მიერ გაცხადებულია არშეგუების პოლიტიკა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი