საქართველომ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. ეს განცხადება Twitter-ით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა.
„საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად და მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებას და ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, აცხადებს დავით ზალკალიანი.
ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა რიკამ, გვატემალამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.
დონალდ ტრამპის მიერ ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების შემდეგ ვენესუელას მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომლის ინაუგურაციაც ახლახან გაიმართა, აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.