23 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: სააკაძეში, ზემო ქვიშიანსა და ქვემო ქვიშიანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - რევაზ ეგაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი - გელა გოგრიჭიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.
„შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს:
სააკაძე - დასახლების ცენტრში სატრენაჟორო სივრცის მოწყობა.
ზემო ქვიშიანი - სოფელში არსებული „წყაროს“ შეკეთება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ქვემო ქვიშიანი - გარე-განათების მოწყობა“, აღნიშნულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.