კახა ბექაური: „სილქნეტი“ და „მაგთი“ „თუ არ გაითვალისწინებენ კომისიის პოზიციას ტარიფების ზრდის შესახებ, აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავადგენთ ზედა ზღვრულ ტარიფებს“
24-01-2019, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.

 


„ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დავადგინოთ. ამაზე დავალება უკვე გავეცი. რაც შეეხება იმ კითხვას, თუ მანამდე მაინც გააძვირებენ ტარიფს კომპანიები იმ თარიღებში რაც თქვეს, გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად კანონზომიერების ფარგლებში დავაბრუნებთ მათ. ჩვენ გვაქვს ბერკეტი კანონით მონიჭებული უფლება და შეგვიძლია საცალო ტარიფის რეგულირება, შესაბამისად, თუ არ გაითვალისწინებენ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებას, ჩვენ აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავარეგულირებთ მას“, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

 


კახა ბექაურის განცხადებით, კომისია არ დაუშვებს, რომ დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალა და უპირატესობა მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ.

 


„ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენონ ეს ძალაუფლება. ამიტომაც, საჭიროა რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და ჩვენ სწორედ ასე ვიქცევით, კომისიას ყველანაირი ბერკეტი გააჩნია, რომ ეს სფერო სწორად მართოს და გარწმუნებთ, ამას აუცილებლად გააკეთებს“, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი