ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დატოვებაზე გადაწყვეტილება „ყველას შეუძლია ინდივიდუალურად მიიღოს“
24-01-2019, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე იმედი მაქვს რომ დღეს მთელი დღე დაეთმობა მოსამართლეების საკითხს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება.

 


მან აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი არ დადგება, თუმცა „ყველას შეუძლია გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს“.

 

 

„რიგმა დეპუტატებმა დავაფიქსირეთ ღია და მკაფიო პოზიცია იმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის მიმართ, რომელიც იყო წარმოდგენილი პარლამენტში. თუ ამაზე კონსენსუნსი არსებობს, რომ ჩვენ ამ ადამიანებს აღარ განვიხილავთ უკვე მომავალში როგორც უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესების მიზნით, მაშინ, შესაბამისად უნდა ვიმსჯელოთ როგორ ჩამოვყალიბდეთ, რა კრიტერიუმები და რა პროცედურები შევთავაზოთ ზოგადად საზოგადოებას. გარდა ამისა, ახლა არის უნიკალური შანსი, თუ რაიმე ხარვეზია სასამართლო რეფორმაში დაშვებული, ამ ხარვეზების გამოსწორების იმიტომ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ამის გარეშე არ უნდა დასრულდეს“, განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა და დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება ვერ შედგება, გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს და შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება გუნდის დატოვებაც იყოს.

 


„ყველამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ, თუ ამხელა აზრთა სხვადასხვაობები არსებობს, ე.ი. შესაბამისად, ეს ადამიანები ვერ თანხმდებიან“, აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი