საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2.2 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 2.2 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.
თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2018 წელს, ასევე განხორციელდა არსებული დაზიანებული გზაგამტარის რეაბილიტაცია, აღნიშნული გზით მოსარგებლეებს უკვე, შეუძლიათ განახლებული გზითა და ხიდით ისარგებლონ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 9 პროექტს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.